კონგრესმენი ელიოტ ენგელი - აშშ-ს კონგრესი ვენესუელაში ამერიკის სამხედრო ინტერვენციას მხარს არ დაუჭერს

აშშ-ს კონგრესი ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ინტერვენციას მხარს არ დაუჭერს, - ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა, “დემოკრატმა” ელიოტ ენგელმა განაცხადა.

“აშშ-ის სამხედრო ინტერვენცია არ წარმოადგენს შესაძლო ვარიანტს. კონგრესი წყვეტს, სად და როდის იქნება გამოყენებული შეიარაღებული ძალები და შესაბამისად, კონგრესი მხარს არ დაუჭერს ვენესუელაში სამხედრო ინტერვენციას”, - აღნიშნა ელიოტ ენგელმა.

ამავდროულად მან მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის კურსს, რომელიც ვენესუელას გარდამავალ პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარებს. აღსანიშნავია, რომ აქამდე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მისი მრჩეველი ჯონ ბოლტონი აცხადებდნენ, რომ ვენესუელაში სამხედრო ინტერვენცია ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად განიხილება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო