მაიკ პომპეო - რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში ჩვენი უსაფრთხოებისა და ცხოვრების წესისთვის უშუალო გამოწვევას წარმოადგენს

რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში ჩვენი უსაფრთხოებისა და ცხოვრების წესისთვის უშუალო გამოწვევას წარმოადგენს, - ამის შესახებ პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

“რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში, გასული წლის ნოემბერში უკრაინულ გემებზე უმიზეზოდ თავდასხმა და მიმდინარე ჰიბრიდული ომები ჩვენს და ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ უშუალო გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი უსაფრთხოებისა და ცხოვრების წესისთვის”, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

მაიკ პომპეომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ “რუსეთს ევროპაში დომინირების დიდი გეგმები აქვს”. “რუსეთს ევროპაში დომინირების დიდი გეგმები აქვს და სურს თავისი გავლენა განამტკიცოს მსოფლიო არენაზე. ვლადიმერ პუტინი ცდილობს განხეთქილება შეიტანოს ნატო-ში, დაასუსტოს აშშ და ძირი გამოუთხაროს დასავლურ დემოკრატიებს”, - დასძინა მან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო