სომხეთი რუსეთისგან ახალ მოიერიშე თვითმფრინავებს ყიდულობს

სომხეთი აპირებს რუსეთისგან ახალი მოიერიშე თვითმფრინავები „Су-30 СМ“ შეიძინოს. ოთხი თვითმფრინავი ქვეყანას უკვე შეძენილი აქვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა დავით ტონოიანმა განუცხადა.

„ჩვენ არ დავჯერდებით ოთხი მოერიშე თვითმფრინავის შეძენას“, - აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, თვითმფრინავები სომხეთში ჯერ არ ჩაუყვანიათ.

მინისტრის ინფორმაციით, ეს არის ყველაზე საუკეთესო, გამოცდილი, თანამედროვე მრავალფუნქციური მოიერიშეები. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღების შეძენის პროცესი რუსეთის მიერ გამოყოფილი 100 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტის ფარგლებში, რეალიზაციის სტადიაშია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა