გიგა ზედანია - დერეფანი არ გახლავთ ადგილი, სადაც მიიღება გადაწყვეტილებები და აქ მყოფთა რაოდენობა ნამდვილად არ წარმოადგენს უნივერსიტეტის სრულ შემადგენლობას

ამ რაოდენობის სტუდენტები არ წარმოადგენენ მთელი სკოლის ხმას, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ განაცხადა. გიგა ზედანია ილიას უნივერსიტეტის შენობაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა, სადაც უნივერსიტეტში მომხდარი ცვლილებების მოწინააღმდეგე სტუდენტებს შეხვდა.

სტუდენტებმა რექტორთან კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი მოთხოვნები, რომელიც გიორგი ქადაგიძის თანამდებობაზე დაბრუნებას და ბიზნესსკოლისთვის პირვანდელი სახელის მინიჭებას ეხება, რაზეც გიგა ზედანიამ აღნიშნა, რომ ყველა ის ცვლილება, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ განახორციელა, განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენაა მიმართული, რაც საბოლოო ჯამში თითოეულ სტუდენტზე უკეთესად აისახება.

„აღნიშნული გადაწყვეტილებები მივიღეთ ისევ და ისევ სტუდენტების ინტერესებიდან გამომდინარე, რომ მათ სამომავლოდ უფრო კარგი პერსპექტივა ჰქონდეთ, გაუმჯობესდეს ხარისხი. დერეფანი არ გახლავთ ადგილი, სადაც მიიღება გადაწყვეტილებები და აქ მყოფთა რაოდენობა ნამდვილად არ წარმოადგენს უნივერსიტეტის სრულ შემადგენლობას. პატივი ვცეთ იმ სტუდენტების სურვილებს და მოლოდინებსაც, რომლებიც აქ არ იმყოფებიან“, - აღნიშნა გიგა ზედანიამ.

რექტორის აღნიშნულმა განცხადებამ შეკრებილ სტუდენტთა უკმაყოფილება გამოიწვია. მათ გიგა ზედანიას მოუწოდეს, გაითვალისწინოს მათი მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რექტორის გადადგომის და უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში ხელმძღვანელი პირების შეცვლის მოთხოვნით აქციებს გამართავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა