გიორგი ბარამიძე - საქართველოში კორუფცია დაბრუნდა როგორც ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ისე სასამართლოში

გამოდის პარლამენტის თავმჯდომარე და ამბობს, რომ ადრე ცუდ საქმეებს აკეთებდნენ მოსამართლეები და ახლა იგივე მოსამართლეები კარგ საქმეებს გააკეთებენო. ვინ არის მაგის იდიოტი, რომ ასე დასცინის საქართველოს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში კორუფცია დაბრუნდა როგორც ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ისე სასამართლოში.

„საქართველოში კორუფცია დაბრუნდა. საქართველოს დავიწყებული ჰქონდა, რა არის კორუფცია, რა არის აღებ-მიცემობა, რა არის ქრთამის გადახდა საბაჟოზე. ახლა ეს არ არის ისე, როგორც შევარდნაძის დროს იყო, მაგრამ უკვე გაჩნდა. კორუფცია გაჩნდა, როგორც დღის წესრიგში არსებული საკითხი ჩვენი მოსახლეობისთვის. ყველაზე მთავარი ინდიკატორი - ეს არის ხალხი რას ამბობს. ეს თემა, რომ იტყვიან პატრონს იყო ჩაბარებული და გავლილი ეტაპი უნდა ყოფილიყო, მაგრამ დაგვიბრუნდა უკან ეს უბედურება. დაბრუნდა როგორც ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ისე სასამართლოში. გამოდის პარლამენტის თავმჯდომარე და ამბობს, რომ ადრე ცუდ საქმეებს აკეთებდნენ მოსამართლეები და ახლა იგივე მოსამართლეები კარგ საქმეებს გააკეთებენო. ვინ არის მაგის იდიოტი, რომ ასე დასცინის საქართველოს“, - განაცხადა ბარამიძემ.

იხილეთ ვიდეო: "საქართველოში კორუფცია დაბრუნდა როგორც ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ისე სასამართლოში" - გიორგი ბარამიძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა