„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ბავშვის უფლებებსა და მათი დაცვის სამართლებრივ გარანტიებს განსაზღვრავს

„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ბავშვის უფლებებსა და მათი დაცვის სამართლებრივ გარანტიებს განსაზღვრავს.

კოდექსის პროექტი, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მოამზადა და ინიცირებისათვის მზად არის, აღიარებს ბავშვის შემდეგ უფლებებს: ბავშვის ღირსება, სიცოცხლის, გადარჩენის და განვითარების უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა, ბავშვის უფლება მისი აზრის მოსმენასა და მონაწილეობაზე, ბავშვის პირადი ცხოვრების და პირადი მონაცემების შენარჩუნების უფლება, აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები, ბავშვის უფლება მასმედიის საშუალებებით ინფორმაციის მიღებაზე, რელიგიის და სინდისის თავისუფლება, გაერთიანების და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, ბავშვის უფლება თამაშსა და დასვენებაზე, ბავშვის საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება, ბავშვის ინტელექტუალური შემოქმედების უფლება, ბავშვის უფლება მონაწილეობა მიიღოს ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების შემუშავებაში.

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტით დადგენილია ბავშვის უფლება, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მის საუკეთესო ინტერესებს მიენიჭოს, რაც უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად, თითოეულ ბავშვთან მიმართებით. კოდექსით დადგენილი ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინება სავალდებულოა საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო დაწესებულებების და იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან ქმედების განხორციელებისას.

კოდექსი ასევე განსაზღვრავს ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის და მხარდაჭერის სისტემას. კოდექსი ადგენს ბავშვს უფლებას, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდა-განვითარებისა და კეთილდღეობისთვის. ამ უფლების რეალიზებას ემსახურება კოდექსით დადგენილი მშობლის, როგორც ბავშვის უფლებების ერთ-ერთი სამართლებრივი გარანტორის მოვალეობა ბავშვის აღზრდის, მათ შორის, ბავშვის რელიგიური აღზრდის სფეროში.

“ბავშვის უფლებათა კოდექსი“ პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. პროექტზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფმა იმუშავა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა