ალეკო ელისაშვილი  დაგროვებით პენსიაზე - თუ ვინმეს სურს ამ მფლანგველ ხელისუფლებას ნებაყოფლობით მიაბაროს თანხა, ღმერთმა მის სიგიჟეში ხელი მოუმართოს

„სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი ალექსანდრე ელისაშვილი საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარეს ლევან სურგულაძეს დებატებში იწვევს. ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს მოძრაობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

ელისაშვილის განცხადებით, დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითი უნდა გახდეს.

„უკვე თვენახევარია ხელისუფლებას ჩვენი ჯიბეებიდან დამატებით ამოაქვს თანხები. 50 მილიონ ლარზე მეტია მობილიზებული და ამას რა უყონ, არ იციან. პენსიების სააგენტომ შემოგვთავაზა საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა და ამ საბჭოში მონაწილეობა. ჩვენ უარს ვამბობთ ამ შემოთავაზებაზე, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს გაუაზრებელი ნაბიჯი იქნება მათი მხრიდან და ჩვენ ამ საბჭოს ფუნქციას ვერ ვხედავთ. ამ სააგენტოსთან უკვე უნდა ფუნქციონირებდეს ორი მთავარი საბჭო: ეს არის რისკების საბჭო, რომელშიც არც ერთი ადამიანი არაა და საინვესტიციო საბჭო. უნდა იყოს დათვლილი, ამ ფულს დაკარგვის რისკი ხომ არ აქვს და სად უნდა განთავსდეს ეს ფული. ეს წინასწარ უნდა ყოფილიყო გაკეთებული და ამ ფონზე ეს შემოთავაზება არის სრულიად გაუგებარი და მიუღებელი. ეს არის თაღლითური სქემა, გაუაზრებელი პროექტი და უნდა შეჩერდეს. მთავრობამ უნდა გამოავლინოს გონიერება და თუ ვინმეს სურს, რომ ამ მფლანგველ და მექრთამე ხელისუფლებას ნებაყოფლობით მიაბაროს თავისი თანხა, ღმერთმა მის სიგიჟეში ხელი მოუმართოს. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ეს პროექტი გახდეს ნებაყოფლობითი. მივმართავ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელს ლევან სურგულაძეს და ვიწვევ დებატებში. არა იმიტომ, რომ ამ მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირთან ლაპარაკი მეხალისება, არამედ იმისთვის, რომ დებატებში მოსახლეობა კიდევ ერთხელ დავარწმუნო იმაში, რომ ეს არის გაუაზრებელი, მძარცველური და თაღლითური პროექტი“, - განაცხადა ელისაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "სამოქალაქო მოძრაობის" დამფუძნებელი ალექსანდრე ელისაშვილი საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარეს ლევან სურგულაძეს დებატებში იწვევს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა