რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ეზიდ თემს წმინდა ხიდირაილასისა და ხიდირნაბის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ეზიდ თემს წმინდა ხიდირაილასისა და ხიდირნაბის დღესასწაულს ულოცავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

„14-15 თებერვალს ეზიდები წმინდა ხიდირაილასისა და ხიდირნაბის დღესასწაულს აღნიშნავენ. ეზიდთა წარმოდგენაში, ხიდირნაბი ნატვრის ამსრულებელი და შეყვარებულთა შემწეა, ხიდირაილასი კი ზღვაში მოგზაურთა მფარველი.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს ეზიდ თემს დღესასწაულს, წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, - ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა