მარია ზახაროვა - ვაშინგტონი  ვენესუელას შეიარაღებული ძალების ამბოხებისკენ წაქეზებას ცდილობს

ვაშინგტონი ცდილობს ვენესუელას შეიარაღებული ძალების ამბოხებისკენ წაქეზებას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. მარია ზახაროვას თქმით, ეს იმაზე საუბრობს, რომ აშშ-მა ძალის გამოყენებით კონფრონტაციული სცენარი შეარჩია.

„აშშ საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ზეწოლის ყველა საშუალებას იყენებს, დაწყებული მანიპულირებიდან დამთავრებული პირდაპირი შანტაჟითა და სიძულვილის გაღვივებით. ზემოქმედების მთავარი ობიექტი ვენესუელას შეიარაღებული ძალებია. მათ ღიად მოუწოდებენ ამბოხებისკენ“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მარია ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ „აშშ-ს მთავარი მიზანი სახელმწიფო გადატრიალების განხორციელება და კანონიერი ლიდერის დამხობაა“.

„პარალელური სახელმწიფო სტრუქტურების მშენებლობის ფორსირებას აშკარა შედეგი არ მოაქვს, ანტისამთავრობო აქციების მონაწილეების რაოდენობა დასახულ მასშტაბებს არ აღწევს. შიდა ოპოზიციის კონსოლიდირება ვერ ხერხდება, ხოლო თვითგამოცხადებული ხელისუფლების საერთაშორისო მხარდაჭერა სხვადასხვა ნიუანსებითთა განპირობებული“, - დასძინა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა