ნაზი ჯანეზაშვილი - მთავარია „კლანს" დაუმტკიცო ერთგულება და მოსამართლის მანტია უვადოდ გაქვს გარანტირებული

მთავარია „კლანს" დაუმტკიცო ერთგულება და მოსამართლის მანტია უვადოდ გაქვს გარანტირებული, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა, როდესაც უვადო მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების კენჭისყრაზე ისაუბრა.

ამ წუთებში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადო მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების კენჭისყრის პროცედურა მიმდინარეობს. დღეს საბჭო 8 კანდიდატს უყრის კენჭს. ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ ამ კანდიდატებთან გასაუბრებისა და კენჭისყრის დღევანდელი პროცედურაც ხარვეზიანია.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს განიხილავს იმ მოსამართლეების უვადოდ გადანიშვნის საკითხს, რომელთა უმრავლესობამ მოგვმართა გასული წლის თებერვალში და შემდგომ პერიოდში. პრობლემური არის ის, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავად ხელოვნურად, 1 წლით შეაჩერა უვადოდ დანიშვნები მაშინ, როდესაც ინიშნებოდნენ ირაკლი ბონდარენკო, ვასილ მშვენიერაძე, ირაკლი შენგელია და სხვები. მათ ეს საკითხი განიხილეს დაახლოებით, სამ ან მაქსიმუმ ხუთ თვეში. ამ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხებოდა ჩვეულებრივ მოსამართლეებს, როგორც გვრიტიშვილი უწოდებს, უბრალო მოსამართლეებს, მათი საკითხი ხელოვნურად ერთი წლით გაჭიანურდა. თუმცა, აქ საინტერესოა ის, რომ მოსამართლეები, რომელთა საკითხი დღეს განიხილება, მათი უმრავლესობა გვიპირისპირდებოდნენ და აყვნენ ვასილ მშვენიერაძის მოწოდებას, როდესაც ის მიუთითებდა, რომ მოსაზრება გამოეთქვათ ჩემი და ანა დოლიძის შესახებ. ანუ, რეალურად ამ ადამიანების უმრავლესობა და არა ყველა, სანამ მათი კენჭისყრის საკითხი დადგებოდა გამოირჩეოდნენ იმით, რომ თავი მოეწონებინათ „კლანისთვის", რადგან ჩვენს წინააღმდეგ წერდნენ სხვადასხვა განცხადებებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი არის ხარვეზიანი", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, კენჭისყრის პროცესს ის მოსამართლეები გაივლიან, რომელთაც სამ წელზე მეტი გამოცდილება აქვთ და თანამდებობაზე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით არიან დანიშნულები. აღნიშნულ მოსამართლეებს უფლებამოსილების სამწლიანი ვადა 15 თებერვალს ეწურებათ.

კენჭისყრის პროცესს გაივლიან მოსამართლეები:​ ნატრული აკობია, ეკა არეშიძე, გია ბერაია, ლერი თედორაძე, ინდირა მაშანეიშვილი, სალიხ შაინიძე, ნატო ხუჯაძე და მერაბ ჯორბენაძე.

იხილეთ ვიდეო: ნაზი ჯანეზაშვილი - მთავარია "კლანს" დაუმტკიცო ერთგულება და მოსამართლის მანტია უვადოდ გაქვს გარანტირებული

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო