თევდორე მღვდლის ქუჩაზე, მეორადი ტანსაცმლის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თევდორე მღვდლის ქუჩაზე, მეორადი ტანსაცმლის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია სასაწყობე ფართი 200-250 კვ. მ. ფართობი.

„მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად ხანძარს შენობის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაახლოებით 1400 კვ.მ. ფართობი გადაურჩა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია