ანონსი 15 თებერვალი

15 თებერვალს, 10:30 საათზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მენაშენეებისთვის გამართულ ღია კარის დღეს დაესწრება.

მის.: აკაკი წერეთლის გამზ. #144, თბილისი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო)

საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599 120009​

15 თებერვალს, 10:30 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პარლამენტი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

15 თებერვალს, 11:00 საათზე, თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბრიფინგს გამართავს.

საკონტაქტო პირი ნათია რთველიაშვილი - 595335040

15 თებერვალს, 11:00 საათზე, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე გური მენაბდიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: რუსთავში, საკუთარი ძმის შვილის მკვლელობისთვის დაკავებულის საქმე და ბრალდებები ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის ცენტრს, რომელმაც თითქოს პაციენტი არ მიიღო. ცენტრში არსებული ვითარება, ადგილები და პაციენტის მიღების პროცედურები.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19

(ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

15 თებერვალს, 11:00 საათზე, „ძალა ერთობაშიას“ ოფისში ოთარ სირაძის ბრიფინგი გაიმართება.

15 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი რუმსში“, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, პროექტის “ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ (GEclose2EU) პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას გახსნიან შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და სომხეთში - ულრიკ ტიდესტრომი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) დირექტორი - ნინო ევგენიძე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი - მიხეილ ხიდურელი. ღონისძიებას დაესწრებიან, ბიზნესის, ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საკონტაქტო ტელ.: 22207305

15 თებერვალს, 11:30 საათზე, ქუთაისში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის იმერეთის რეგიონულ ოფისში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის დასავლეთ საქართველოს რეგიონული ბიზნეს-ფორუმი გაიმართება.

მის.: რუსთაველის გამზ. #124

საკონტაქტო პირი თამარ დემეტრაშვილი - 593629496

15 თებერვალს, 11:30 საათზე, ეკონომიკის მინისტრი ტექსტილის საწარმო „MGM TEX“ -ს ეწვევა .

მის: ქუთაისი, გამსახურდიას გამზ. #47, ქუთაისი პლაზა

15 თებერვალს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მკვლევარის, სამოქალაქო აქტივისტის, ნოდარ ტანგიაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: კვლევა, რომელიც ტყვიის წყაროების დასადგენად საქართველოში პირველად ჩატარდა - რას აჩვენებს კვლევის შედეგები, რომელ ნივთებში გამოვლინდა მძიმე მეტალის გადაჭარბებული შემცველობა. ინიციატივა ორსულებისა და ბავშვების ტყვიაზე გამოკვლევის მუნიციპალური პროგრამის დაწყების შესახებ - მიმართვა მერიას.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

15 თებერვალს, 12.00 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს რეგიონულ ბიზნეს-ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

მის.: რუსთაველის გამზ. #124

15 თებერვალს, 12:00 სათზე, პარლამენტში, ‘’ევროპული საქართველოს’’ ფრაქციის ოთახში გიგი უგულავას ბრიფინგი გაიმართება.

თემა: 2018 წლის ბიუჯეტის აუთვისებელი თანხები.

საკონტაქტო პირი მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

15 თებერვალს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ჰუალინგში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 29-ე საარჩევნო ყრილობა გაიმართება, რომელზეც დელეგატები ფედერაციის პრეზიდენტს აირჩევენ.

15 თებერვალს, 13:00 საათზე, 9 პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, საზოგადოებრივ მაუწყებელს წერილით მიმართავს და მოითხოვს საეთერო დრო დაუთმონ ახალგაზრდულ პოლიტიკას.

საკონტაქტო პირი თამარ ჯინჭარაძე - 551 66 25 25; 595 959 838

15 თებერვალს, 13:00 საათზე "შენების მოძრაობის" ლიდერის დავით უსუფაშვილის პრესკონფერენცია.

თემა: მიმდინარე ამბები

მის. კანდელაკის #1, მე-3 სართული.

15 თებერვალს, 15:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის შეხვედრა შშმ პირთა ორგანიზაციებისა და სახელისუფლებო უწყებების წარმომადგენლებთან.

თემა: „შშმ პირთათვის სივრცის მოწყობის სამშენებლო სტანდარტების ჰარმონიზაციაში მოყვანა უნივერსალური დიზაინის თანამედროვე სტანდარტებთან და აღსრულების მექანიზმების განხილვა“.

პარლამენტი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი, III სართული)

15 თებერვალს, 16:00 საათზე, რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მესამე შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში.

მის.: პარლამენტი, ილია ჭავჭავაძის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

15 თებერვალს, 15:00 საათზე, ბორჯომი, სასტუმრო „CROWN PLAZA”-ში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.

15 თებერვალს, 15:30 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის მოსახლეობას შეხვდება. შეხვედრას ასევე დაესწრებიან წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში შავლეგო ტაბატაძე.

15 თებერვალს, 17.00 საათზე, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 100 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართება, რომელსაც ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, საქართველოში გერმანიის ელჩი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

მის: ეროვნული არქივის გალერეა. ვაჟა-ფშაველას #1

15 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირის, გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებს და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდება.

(პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი)

15 თებერვალს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში „Magnum Photos“-ს ფოტოგრაფის - მარტინ პარის წიგნის - „Martin Parr Tbilisi“ პრეზენტაცია და გამოფენა - „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ გაიხსნება. ექსპოზიცია 71 წლის განმავლობაში „Magnum Photos“-ს ფოტოგრაფების მიერ თბილისში გადაღებულ 35-მდე ფოტოს აერთიანებს.

მის.: მარჯანიშვილის #7; თიბისი ბანკი, მე-4 სართული

15 თებერვალს, 19:00 საათზე, ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო გამართავს საზეიმო მიღებას ლიეტუვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის 101 წლისთავთან. მიღებას დაესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი ირაკლი კობახიძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ლიეტუველთა სათვისტომოს წარმომადგენლები, საელჩოს მეგობრები და სხვა მოწვეული სტუმრები.

მის.: თბილისის საკრებულოს შენობაში, თავისუფლების მოედნის No. 2-ში.

საკონტაქტო ნომერი: 599 004599 (დავით ნოზაძე)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა