პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი გათავისუფლდა

რეორგანიზაციის მორიგი ეტაპის შედეგად, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი გათავისუფლდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა, 37 თანამშრომელი გასაუბრების შედეგად სამსახურში დარჩა, 11 თანამშრომლის საკითხი კი არც განხილულა, ვინაიდან ისინი დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებიან და მათ კანონი იცავს.

„გუშინ დასრულდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე რეორგანიზაციის კიდევ ერთი ეტაპი. პირველ ეტაპზე რეორგანიზაცია გამოცხადდა 2018 წლის 31 დეკემბერს და პირველი ეტაპი მოიცავდა 60 შტატისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამოყალიბებას. ის პერიოდი გაგრძელდა 15 იანვრამდე, ხოლო შემდეგ დაიწყო მეორე ეტაპი, რომლის განმავლობაში მიმდინარეობდა გასაუბრებები თანამშრომლებთან. ამის შემდეგ გამოიკვეთა ასეთი სურათი: 61 საჯარო მოხელე რიცხოვნობის შემცირების გამო მოხდა მობილობის სქემაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შესახებ სახელობითი ინფორმაცია და დოკუმენტაცია გადაეცა საჯარო სამსახურის ბიუროს იმისათვის, რომ ერთი თვის განმავლობაში ბიურომ მათთვის მოიძიოს პოზიციები. ყველა, ვინც დათანხმდება შეთავაზებულ საქმეს, გადავა ახალ პოზიციაზე, ხოლო ვინც უარს იტყვის, ერთჯერადი სახით კომპენსაციას მიიღებს.

რაც შეეხება კონკურსების გამოცხადებას დარჩენილ ვაკანსიებზე, ეს უკვე მომდევნო ეტაპია. იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომელიც ახალი საშტატო რიცხოვნობის გამო შემუშავდა, გამოიკვეთება დარჩენილი პოზიციები და გამოცხადდება კონკურსები“, - აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი გათავისუფლდა

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის