თეთრი სახლის პრესსამსახური - დონალდ ტრამპი 2019 წლის ბიუჯეტის კანონპროექტს ხელს მოაწერს და მექსიკასთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2019 წლის ფედერალური ბიუჯეტის კანონპროექტს ხელს მოაწერს და მექსიკასთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.

„პრეზიდენტი ტრამპი ხელს მოაწერს კანონპროექტს ფედერალური მთავრობის დაფინანსების თაობაზე. ის ასევე მიიღებს სხვა ზომებს, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, რათა შეაჩეროს ჩვენს საზღვრებზე ჰუმანიტარული კრიზისი. პრეზიდენტი ასრულებს თავის დანაპირებს ააშენოს კედელი, დაიცვას ჩვენი საზღვრები და ჩვენი დიადი ქვეყანა“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სარა სანდერსმა.

2019 წლის ფედერალური ბიუჯეტის კანონპროექტი უკვე დაამტკიცა აშშ-ს კონგრესის სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ. პროცედურის თანახმად, ის ახლა აშშ-ს პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად. აღსანიშნავია, რომ ამ კანონპროექტში მექსიკასთან საზღვრის მშენებლობისთვის 1,4 მილიარდი დოლარია გამოყოფილი.

შეგახსენებთ, რომ იმის გამო, რომ „დემოკრატები“ უარს ამბობდნენ ბიუჯეტში 5.7 მილიარდი აშშ დოლარი გაეწერათ მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობის დასაფინანსებლად, აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ „შათდაუნს“, ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერებას ჰქონდა ადგილი, რომელიც 35 დღე გაგრძელდა.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში