საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე კვლავ ლევან კობიაშვილი აირჩიეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 29-ე საარჩევნო ყრილობამ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე კვლავ ლევან კობიაშვილი აირჩია. მის კანდიდატურას მხარი 28 დელეგატმა დაუჭირა, ხმის უფლების მქონე კიდევ 2 დელეგატი კი ყრილობას არ ესწრებოდა. არჩევნების პროცესს ფიფა-ს წარმომადგენელი ოლივერ იუნგი, უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტი მიკელე უვა და უეფა-ს წარმომადგენელი დენის ბასტარი აკვირდებოდნენ.

არჩევნების პროცედურის დაწყებამდე ლევან კობიაშვილმა განვლილი ოთხი წლის საქმიანობა შეაჯამა და ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარმოადგინა.

აღსანიშნავია, რომ კობიაშვილი, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს 2015 წლის ოქტომბრიდან იკავებს, მიმდინარე არჩევნებზე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.

შესაბამისად, კობიაშვილი ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას მომავალი 4 წლის განმავლობაში დაიკავებს.

როგორც ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, მისთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია, რომ კიდევ ერთხელ მიიღო ნდობა.

„ჩვენ გავაგრძელებთ იმ გზას, რომელიც დაწყებული გვაქვს. საკმაოდ თვითკრიტიკულები ვართ და ვაცნობიერებთ არსებულ გამოწვევებს. უფრო მეტად ვარ მოტივირებული და მაქვს იმის შესაძლებლობა და რესურსი, რომ მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო იმ სფეროს, რომელიც ჩემთვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია. რასაკვირველია, ცუდია, რომ სხვა კანდიდატურა არ ყოფილა წარმოდგენილი. მე ვისურვებდი, რომ მომავალში უფრო მეტი კონკურენცია და ჯანსაღი კრიტიკა იყოს“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს