შპს “სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის” (ელიავა რეგიონული მოლი) განცხადება (R)

2019 წლის 10 თებერვალს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედის კვირაში“ გავიდა სიუჟეტი ე.წ. „ელიავას ბაზრობის“ შესახებ, სადაც მიმოხილული იყო ამ ტერიტორიაზე არსებული პრობლემები და გაცხადებული იყო, რომ ტელეკომპანია „იმედი“ ხსნის საზოგადოებრივ დისკუსიას ე.წ. „ელიავას ბაზრობის“ სამომავლო განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით.

შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფი“ მიესალმება „მეოთხე ხელისუფლების“ მხრიდან ამ თემით დაინტერესებას და თავის მხრივ, გამოხატავს მზადყოფნას აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში.

გადაცემაში გაჟღერებული პრობლემების მოსაგვარებლად, 2012 წლიდან შესაძლებლობა მოგვეცა გადაგვედგა კონკრეტული ნაბიჯები, რათა ჩვენს საკუთრებაში არსებული ტერიტორიისათვის მიგვეცა თანამედროვე სახე. დღეისათვის ჩვენს მიერ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებულია 17 000 კვ. მ-ზე მეტი თანამედროვე სავაჭრო დანიშნულების ფართი, პროექტით გათვალისწინებულია დამატებით 43 000 კვ. მ ფართის აშენება და კეთილმოწყობა.

ქ. თბილისის მერიის წინა ადმინისტრაციებთან წლების განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები, ჩვენს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ურბანული განვითარების შესახებ. არქიტექტურის სამსახურისა და საკრებულოს მიერ დამტკიცებული საპროექტო დავალების საფუძველზე შევიმუშავეთ ჩვენს საკუთრებაში არსებული 7,5 ჰექტარი (სულ ე.წ. „ელიავას ბაზრობა“ განთავსებულია 15 ჰექტარზე) ტერიტორიის სივრცითი და ფუნქციონალური განვითარების კონცეფცია - „ელიავა რეგიონური მოლი.“ აღნიშნულის საფუძველზე შეიქმნა განვითარების რეგულირების გეგმა, რომელიც უკვე განხილული და დამტკიცებული აქვს ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს და 2016 წლის ზაფხულში დასამტკიცებლად წარედგინა ქ. თბილისის საკრებულოს. ჩვენდა სამწუხაროდ, საკრებულომ დღემდე არ განიხილა აღნიშნული დოკუმენტი, რის გამოც პროცესი ორ წელიწადზე მეტია შეჩერებულია.

ამ პროცესის პარალელურად, 2018 წლის ზაფხულში დავიწყეთ მოლაპარაკებები ქალაქის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან, მოვამზადეთ და წარმოვადგინეთ არაერთი პროექტი, ფაქტობრივად ჩავატარეთ კონკურსი „ელიავას ბაზრობის“ ეტაპობრივი განვითარებისათვის საჭირო მაქსიმალურად სრულყოფილი ესკიზური პროექტის შექმნის მიზნით.

ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ იმედს გამოვთქვამთ, რომ სულ მალე ქალაქის ხელმძღვანელობა განაცხადებს თავის პოლიტიკურ ხედვას ამ ტერიტორიის განვითარების შესახებ, რომელიც დაფუძნებული იქნება საზოგადოების, თვითმმართველობის და კერძო მესაკუთრეთა თანამშრომლობის პრინციპზე და რომლის ძირითადი ლეიტმოტივი იქნება კონსტიტუციით გარანტირებული კერძო საკუთრების უფლების დაცვა და აქ დასაქმებული ათასობით ადამიანის ინტერესი.

როგორც აღვნიშნეთ, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა დედაქალაქის წინაშე მდგარი საჭირბოროტო საკითხების გადაჭრაში და გვინდა გავაგრძელოთ, არა ჩვენი უმოქმედობის გამო, შეჩერებული განვითარების პროცესი. ჩვენი მიზანია წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების მსგავსად, შევქმნათ საზოგადოების, თვითმმართველობის და კერძო სტრუქტურების გონივრული თანამშრომლობის კარგი მაგალითი ჩვენი ქვეყნის სინამდვილეში.

ამის დასტურად, გვინდა დავაანონსოთ კონფერენციის ჩატარება ამ თემაზე, რომელიც გაიმართება თებერვლის ბოლოს. კონფერენციაზე მოწვეული იქნებიან საზოგადოების, ხელისუფლების, მედიის, სამეცნიერო და პროფესიული წრების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესის და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენელები.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ჩვენი ხედვა დედაქალაქისათვის ამ უმნიშვნელოვანესი ურბანული არეალის სამომავლო განვითარების ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით. შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფს“, რომელიც ფლობს ე.წ. „ელიავას ბაზრობის“ ტერიტორიის თითქმის ნახევარს, მომზადებული აქვს რამოდენიმე პროექტი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში, რადიკალურად შეიცვლება ბაზრობის ტერიტორიაზე დღეისათვის არსებული არც თუ სახარბიელო მდგომარეობა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ამ სავაჭრო სივრცეში დასაქმებული ათასობით ადამიანის სამუშაო პირობები, სოციალური მდგომარეობა და ქალაქი მიიღებს სრულიად ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სავაჭრო-გასართობ და დასასვენებელ სივრცეს, რომელიც დაეფუძნებული იქნება „მწვანე“ კონცეფციაზე. აქვე გაჟღერებული იქნება ჩვენი ინიციატავა, რომ დედაქალაქში დამკვიდრდეს გამწვანების K4 კოეფიციენტი, რაც ითვალისწინებს ახალი მშენებლობების დროს ვერტიკალური გამწვანების და სახურავების მწვანე გადახურვის აუცილებლობას. საკითხთან დაკავშირებით თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ მოწვეული სტუმრები. გაიმართება დისკუსია.

კონფერენციის გამართვის ზუსტი თარიღის და ადგილის შესახებ ჩვენს მიერ დამატებით იქნება ინფორმირებული საზოგადოება.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს