ნინო წილოსანი - თბილისის მერმა და საკრებულომ ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღეს

თბილისის მერმა და საკრებულომ ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღეს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი თბილისის მერის გადაწყვეტილებას, კოეფიციენტების გადამეტების საკითხზე.

ნინო წილოსანის თქმით, კახა კალაძის გადაწყვეტილება ქმედითი პირობაა იმისათვის, რომ მომავალში აღარ აღმოცენდეს ქალაქის ვიზუალის და ურბანული განვითარების ყველანაირი პრინციპის დამანგრეველი შენობები.

„დღეს თბილისის მერმა და საკრებულომ ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო - თბილისში სამშენებლო კოეფიციენტის მატება აღიკვეთება და k2 კოეფიციენტის გაყიდვის აკრძალვის რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და გრგ-ზე, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაიცემა და ამოქმედდება.

ეს რეალურად ქმედითი პირობაა იმისათვის, რომ მომავალში აღარ აღმოცენდეს ქალაქის ვიზუალის და ურბანული განვითარების ყველანაირი პრინციპის დამანგრეველი შენობები და ერთხელ და სამუდამოდ, კანონის ძალით შეწყდეს სამშენებლო თვითნებობა, რომელიც 2005 წლიდან აქტირუად მიმდინარეობდა K2 კოეფიციენტით ვაჭრობით სამშენებლო სფეროში“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს