რატი იონათამიშვილი - თბილისის მერის დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგებს ვიგრძნობთ როგორც დღეს, ასევე, ბევრი წლის შემდეგაც

თბილისის მერის დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგებს ვიგრძნობთ როგორც დღეს, ასევე, ბევრი წლის შემდეგაც - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა თბილისის მერის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც, სამშენებლო კოეფიციენტების საკითხს შეეხება.

რატი იონათამიშვილის განცხადებით, ეს არის პრინციპული და პროგრესული გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება ჩვენი დედაქალაქის და თბილისელების საუკეთესო ინტერესებს.

„მივესალმები თბილისის მერის კახა კალაძის დღევანდელ გადაწყვეტილებას K2-ის კოეფიციენტის მატების აკრძალვასთან დაკავშირებით. ეს არის პრინციპული და პროგრესული გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება ჩვენი დედაქალაქის და თბილისელების საუკეთესო ინტერესებს.

წლების მანძილზე, თბილისში მიმდინარე ურბანულმა ქაოსმა, სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანა და ამ პროცესს, შეიძლება ითქვას, ბოლო არ უჩანდა. ამიტომ იყო აუცილებელი ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ერთი მხრივ უზრუნველყოფდა სამართლებრივ ჩარჩოებს, ხოლო, მეორე მხრივ, შეუწყობდა ხელს, თბილისის სწორ განვითარებას, რომელსაც ექნებოდა მოკლე და გრძელვადიანი ეფექტები. მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში თბილისის მერის გვერდით დგანან დარგის სპეციალისტები და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ჩართულები იყვნენ კონსულტაციის პროცესში“, -განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა