სოფო კილაძე - არ მიკვირს, რომ ოპოზიცია ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს

არ მიკვირს, რომ ოპოზიცია ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ "თიბისი ბანკის" გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამ საქმეზე არსებულ კითხვის ნიშნებს მტკიცებულებების საფუძველზე უნდა გაეცეს პასუხი.

"მე არ მიკვირს ის, რომ ოპოზიცია ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. რაც შეეხება „თიბისი ბანკის“ საქმეს, იყო გარკვეული კითხვის ნიშნები და მათ პასუხი უნდა გაეცეს კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე. მე შორს ვარ მოსაზრებისგან, რომ ამ პროცესში ვინმესთვის პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნები იყოს. მე არ ვამტკიცებ არც იმას, რომ აქ აუცილებლად დანაშაულთან არის საქმე, მაგრამ არც იმას, რომ დანაშაული არ არის. აქ კონკრეტული კითხვის ნიშნებია და მათ პასუხი უნდა გაეცეს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში", - განაცხადა კილაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ გაუჩნდა გამოძიებას "თიბისი ბანკის" მიმართ კითხვები მაინც და მაინც 10 წლის შემდეგ, კილაძემ უპასუხა, რომ საქმის დეტალებს არ იცნობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო