თეა წულუკიანის უწყება 50 ათასი ლარის ნაგვის ურნების და ცოცხების შეძენას გეგმავს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ნაგვის ურნების და ცოცხების შეძენას გეგმავს. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ საიტზეა მითითებული, ტენდერი 12 თებერვალს გამოცხადდა. განცხადებების მიღება 18 თებერვალს დაიწყება და 20 თებერვალს დასრულდება.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 49 ათასს 600 ლარია. აღნიშნული თანხით პენიტენციური სამსახური 10 000 ცალი ოთახის ცოცხის, 5 ათასი ცალი - ეზოს ცოცხის, 700 ცალი - იატაკის საწმენდი ჯოხისა და 50 - ეზოს სანაგვე ურნის შეძენას გეგმავს.

მიმწოდებელმა პროდუქციის მიწოდება ხელშეკრულების დადებიდან 30 კალენდარულ დღეში უნდა უზრუნველყოს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა