ანონსი  16 თებერვალი

16 თებერვალს, 10:30 საათზე, პრესკლუბ "მედიარუმში" სოფელ ჭოგნარის მცხოვრებლების ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ჭოგნარში ნაგავსაყრელის მოწყობა

მის.: ქუთაისი, გიორგი ჯიბლაძის ქ. #8 („ქუთაისიპოსტის“ ოფისი)

16 თებერვალს, 11:00 საათზე "ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე, ბრიფინგს გამართავს.

თემა: ცხენის ხორცი საბავშვო ბაღებში 2018 წელსაც დაფიქსირდა.

მის.: ჭავჭავაძის ქ. #29

საკონტაქტო პირი თამარა ჯინჭარაძე -551662525

16 თებერვალს, 12:00 სათზე, პარლამენტში, „ევროპული საქართველოს’’ ფრაქციის ოთახში გიგი უგულავას ბრიფინგი გაიმართება.

თემა: 2018 წლის ბიუჯეტის აუთვისებელი თანხები.

საკონტაქტო პირი მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

16 თებერვალს, 12:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2019 – 2020 წლების სამოქმედო გეგმის თაობაზე ორდღიან სამუშაო შეხვედრას გამართავს .

მის.: კაჭრეთი, სასტუმრო „ამბასადორი“

16 თებერვალს, 15:00 საათზე, ბათუმში 154 დევნილ ოჯახს ბინის გასაღებებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გადასცემენ.

მის.: ბათუმი, ლეონიძის ქ.N4

საკონტაქტო პირი მარიკა მათიაშვილი - 599 18 14 74

16 თებერვალს, 19:00 საათზე, თბილისში, აბრეშუმის თეატრში ფოთის თეატრი საგასტროლო წარმოდგენას „ფიროსმანი“ გამართავს.

მის.: კოსტავას ქ. #59

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო