ადვოკატი - ვერ დაადგინეს პიროვნება, თუ ვინ გადმოუგზავნა ზაალ ლატარიას ეს ფაილი

ვერ დაადგინეს პიროვნება, თუ ვინ გადმოუგზავნა ზაალ ლატარიას ეს ფაილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების საქმეზე დაკავებული ზაალ ლატარიას ადვოკატმა, ვახტანგ იაშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ლატარიასთვის პატიმრობის შეფარდების კანონიერი საფუძველი არ არსებობდა. "სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია საქართველოშია, არც კი ეპარებოდა ვინმეს ეჭვი, რომ ზაალ ლატარიას პატიმრობას შეუფარდებდნენ. პატიმრობის შეფარდების ვერც ერთ კანონიერ საფუძველზე, ვერც ერთ არგუმენტზე ბრალდების მხარემ ვერ მიუთითა.

ყოფილი პროკურორი ვარ და გული მტკივა, რომ დღევანდელი ხელისუფლება იყენებს ახალგაზრდა, ნიჭიერ პროკურორებს იმისთვის, რომ ქვეყნისათვის უსარგებლო და მავნე პრაქტიკა გააგრძელონ. საფუძველი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მიიმალებოდა, ან მტკიცებულებებს გაანადგურებდა, ამის დამადასტურებელი ბრალდების მხარეს არ გააჩნდა. ვერ დაადგინეს პიროვნება, ვინ გადმოუგზავნა მას ეს ფაილი. 15 რიცხვია, არაერთი 15 გავა და ამ პიროვნებას ვერ დაადგენენ, ისევე, როგორც მსგავსი კატეგორიის საქმეებზე ვერ დაადგინეს", - აღნიშნა იაშვილმა.

ზაალ ლატარიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. იგი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ზაალ ლატარია სამართალდამცველებმა ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩხრეკა ჩაატარა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო