ქუთაისში აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორში“ გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისში აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორში“ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2018 წელს გამოცხადებული გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს.

პროექტის განხორციელების პროცესში ჩაერთვებიან და დასაქმდებიან „ბიზნესინკუბატორში“ მომუშავე სპეციალისტები, მათ შორის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები. პროექტის ფარგლებში შეიქმნება პირველი ქართული ქარის ტურბინა, რომელიც განკუთვნილი იქნება სოფლებსა და ქალაქურ დასახლებებში ელექტროენერგიაზე საყოფაცხოვრებო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორის“ დირექტორმა ალუ გამახარიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ პროექტის მნიშვნელობასა და მასში დევნილი მოსახლეობის ჩართულობაზე ისაუბრეს.

ღონისძიებას იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი არჩილ გეგუჩაძე, ქუთაისის ადგილობრივი წარმოების ხელმძღვანელები ამირან ამირანაშვილი და ზაურ ენდელაძე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა