ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჯაროდ არ გაკეთდეს განცხადებები გუნდის სხვადასხვა წევრის წინააღმდეგ

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჯაროდ არ გაკეთდეს განცხადებები გუნდის სხვადასხვა წევრის წინააღმდეგ და ამისკენ მოვუწოდებ ყველა წევრს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გუნდში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მან, ასევე, კომენტარი გააკეთა ეკა ბესელიას მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პარლამენტი მზად არის როგორც შინაარსთან, ისე პროცედურასთან დაკავშირებით მსჯელობისთვის.

„იურიდიული კომიტეტი განიხილავს ამ კანონპროექტს, შეიძლება დაჩქარებული, შეიძლება სტანდარტული წესით. ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტის ბიურო. ჩვენ მზად ვართ როგორც პროცედურასთან, ისე შინაარსთან დაკავშირებით მსჯელობისთვის. რაც შეეხება გუნდში არსებულ დაპირისპირებას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჯაროდ არ გაკეთდეს განცხადებები გუნდის სხვადასხვა წევრების წინააღმდეგ და აქეთკენ მოვუწოდებ ყველა წევრს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო