ირაკლი კობახიძე - ჩვენს მიერ შემუშავებული პირველადი ვარიანტი ითვალისწინებს ძალიან ღია, გამჭვირვალე და ხანგრძლივი პროცედურის გაწერას მოსამართლეების არჩევისათვის

„ჩვენს მიერ შემუშავებული პირველადი ვარიანტი ითვალისწინებს ძალიან ღია, გამჭვირვალე და ასევე ხანგრძლივი პროცედურის გაწერას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისათვის,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო პარტნიორებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული კანონპროექტი გააცნო.

„შევხვდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და განვიხილეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კრიტერიუმები. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს გავაცანით ამ პროექტის მონახაზი. აღინიშნა, რომ ზოგადად სწორი მიმართულებით მივდივართ. გამოითქვა გარკვეული შენიშვნები და ჩვენ მზად ვართ, რომ გულდასმით განვიხილოთ ეს შენიშვნები და ამის მიხედვით კიდევ ერთხელ გადავხედოთ კანონპროექტს.

ზოგადად შემიძლია აღვნიშნო, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული პირველადი ვარიანტი ითვალისწინებს ძალიან ღია, გამჭვირვალე და ხანგრძლივი პროცედურის გაწერას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისათვის. ეს პროცედურა იქნება სტრუქტურირებული იმისათვის, რომ საზოგადოების ყურადღების ქვეშ წარიმართოს თითოეული საფეხური“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის, გერმანიის, აშშ-ის ელჩებსა და ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს