ირაკლი კობახიძე - აშშ-ის მხრიდან მყარი მხარდაჭერა გამოხატულია არა მხოლოდ ზოგადი პოლიტიკური მხარდაჭერით, არამედ კონკრეტული სამართლებრივი აქტებით

აშშ-ის მხრიდან მყარი მხარდაჭერა გამოხატულია არა მხოლოდ ზოგადი პოლიტიკური მხარდაჭერით, არამედ კონკრეტული სამართლებრივი აქტებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სენატორების მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე კანონპროექტის ინიცირების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რომ შეერთებული შტატები მყარად უჭერს მხარს ჩვენს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ეს არის გამოხატული არა მხოლოდ განცხადებებით, არა მხოლოდ ზოგადი პოლიტიკური მხარდაჭერით, არამედ, ასევე, კონკრეტული აქტებით”, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში მიღებული არაერთი სამართლებრივი აქტით, უზრუნველყოფილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა.

„ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ შეერთებული შტატები მყარად უჭერს მხარს ჩვენს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ეს არის გამოხატული არა მხოლოდ განცხადებებით, არა მხოლოდ ზოგადი პოლიტიკური მხარდაჭერით, არამედ, ასევე, კონკრეტული აქტებით. არაერთი სამართლებრივი აქტი იქნა მიღებული ბოლო წლების განმავლობაში, რომლითაც, პრაქტიკულად, არის, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფილი ჩვენი არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ესეც არის ამის მორიგი გამოვლინება და ამისთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო