ირაკლი კობახიძე -  ჩვენი პასუხისმგებლობაა, კიდევ უფრო განვავითაროთ მეგობრობა საქართველოსა და ლიეტუვას შორის

ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული, გამორჩეული ურთიერთობები, რასაც განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ და ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამ ისტორიულ ურთიერთობებზე დაყრდობით, კიდევ უფრო განვავითაროთ მეგობრობა ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ლიეტუვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის 101 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძემ ლიეტუველ ხალხს და დამსწრე საზოგადოებას ლიეტუვას სახელმწიფოებრიობის აღდგენის 101 წლისთავი მიულოცა და ორ ერს შორის არსებულ გამორჩეულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, საქართველოს და ლიეტუვას უნიკალური მეგობრობა აკავშირებს.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ლიეტუვას ჩვენი ქვეყნის მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის მხრიდან, განსაკუთრებული ნაბიჯი იყო ლიეტუვურ ენაში საქართველოს ავთენტური სახელის დამკვიდრება. ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საპასუხო ნაბიჯი გადადგა საქართველომაც და ქართულ ენაში ლიეტუვას ავთენტური დასახელება დამკვირდა.

„თქვენი ქვეყანა ყოველთვის დგას ჩვენს გვერდით ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების ყველა ეტაპზე. ძალიან მნიშვნელოვანია, აღვნიშნო, რომ ლიეტუვა, ამ ეტაპზე ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც საქართველოს მის ორიგინალ სახელს უწოდებს, რაც არის ჩვენი ქვეყნისადმი განსაკუთრებული მხარდაჭერის დემონსტრირება. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო ლიეტუვას ამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.​

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო