ჯონ ბოლტონი - წამყვანი გენერლები და პოლიტიკოსები, რომლებიც მხარს უჭერენ მადუროს, ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ

ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწის ჯონ ბოლტონის განცხადებით, ვენესუელას შეიარაღებული ძალების სარდლობის წარმომადგენლები ოპოზიციასთან საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

„შემიძლია განვაცხადო, რომ წამყვანი გენერლები და პოლიტიკოსები, რომლებიც მხარს უჭერენ მადუროს, მუდმივ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ოპოზიციასთან. მადურო ამას ვერ ხედავს, ეს ფარულად ხდება. თუმცა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - განაცხადა ჯონ ბოლტონმა ტელეარხ Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწემ ასევე აღნიშნა, რომ ვენესუელაში კორუფცია ყველაზე უფრო შეიარაღებულ ძალებში შეინიშნება.

„ვენესუელაში ორი ათასამდე გენერალია. უფრო მეტი, ვიდრე ნატო-ს ყველა წევრ ქვეყანაში ერთად აღებული. ეს ცხადყოფს თუ სად არის კორუფცია“, - დასძინა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა