შსს-ს ინფორმაციით, სამტრედიისა და ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამტრედიისა და ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განაახლა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად დროებითი მოთავსების იზოლატორების რეაბილიტაციას განაგრძობს.

უწყების ინფორმაციით, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი გამეზარდაშვილმა განახლებული იზოლატორები დაათვალიერა, რომლებიც დროებითი მოთავსების იზოლატორების შესახებ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტებს სრულად შეესაბამება.

სამტრედიისა და ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორები მთლიანად გარემონტდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა. ორივე იზოლატორში უკვე ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი შენობების და ინფრასტრუქტურის განახლების პროცესში, გათვალისწინებულ იქნა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა