სანზონაში 2 წლის ბავშვი CO-თი მოიწამლა

სანზონაში 2 წლის ბავშვი CO-თი მოიწამლა. შემთხვევა წუხელ, სადმელის ქუჩაზე, ერთ-ერთ გაქირავებულ კერძო სახლში მოხდა. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, კომპანიის სპეციალისტების ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა, რომ სახლში კუსტარულად დამონტაჟებულ, აკრძალულ ღია კამერიან წყალგამაცხელებელს იყენებდნენ.

„სახლის დათვალიერების დროს გაირკვა, რომ კერძო სახლში მეპატრონე ოთახებს აქირავებს, სადაც ასევე კუსტარულად დამონტაჟებული რამდენიმე ღია კამერიანი წყალგამაცხელებელია.

უსაფრთხოების მიზნით კერძო სახლში მცხოვრებთ გაზის მიწოდება შეუწყდა. ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა სახლის მეპატრონე გააფრთხილეს, რომ არ ჩართოს გაზი უნებართვოდ და სასწრაფოდ შეცვალოს აკრძალული ღია კამერიანი წყალგამაცხელებლები დახურული წვის კამერიანი დანადგარებით, რადგან საფრთხეს უქმნის სხვა ადამიანების სიცოცხლეს.

სტატისტიკის თანახმად, CO -თი ინტოქსიკაციის და გარდაცვალების შემთხვევების 70 პროცენტი გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში დაფიქსირდა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაფრთხილებთ, ვიდრე იქირავებთ ან იგირავებთ ბინას, აუცილებლად შეამოწმებინეთ გაზგაყვანილობა და გაზის დანადგარები სპეციალისტებს.

CO ბუნებრივ აირზე მეტად საშიშია“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: სანზონაში 2 წლის ბავშვი CO-თი მოიწამლა - რა დახვდათ ადგილზე მისულ "ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალისტებს?

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა