ექიმი - წინასწარი კვლევებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაუზუსტებელი იშემიური ფორმის სისხლის მიმოქცევის დარღვევა აღენიშნება

წინასწარი კვლევებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაუზუსტებელი იშემიური ფორმის სისხლის მიმოქცევის დარღვევა აღენიშნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ მარინა გელანტიამ განუცხადა.

„წუხელ, გვიან ღამით შემოყვანილ 34 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა დაბუჟებისა და სისუსტის შეგრძნება მარჯვენა ხელისა და ფეხის მიდამოში. ჩატარდა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები. ორგანული დაზიანება არ იქნა დაფიქსირებული. პაციენტი გადაყვანილია ინტენსიურ განყოფილებაში შემდგომი მონიტორინგისთვის. პაციენტის ცნობიერება ნათელია, ადეკვატურია, კონტაქტურია, მაგრამ ასე მწვავედ გამოვლენილ სიმპტომებს ესაჭიროება ინტენსიური მეთვალყურეობა, რაც ტარდება კიდევაც და დინამიკაში, მოვლენათა განვითარების შესახებ დამატებით მოგახსენებთ", - განაცხადა გელანტიამ.

მისივე თქმით, კვლევები პერმანენტულად მიმდინარეობს. ჯერჯერობით გელანტიამ ვერ დააკონკრეტა, თუ როდის მოხდება პაციენტის კლინიკიდან გაწერა.

ღუდუშაურის კლინიკის დირექტორის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ პაციენტი საჭიროებს ინტენსიურ მეთვალყურეობას. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გუშინ, 21:35 საათზე გადაიყვანეს.

იხილეთ ვიდეო: ექიმის კომენტარი დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობაზე: "მწვავედ გამოვლენილ ჩივილს, ესაჭიროება მეთვალყურეობა"

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს