ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის 20 სტუდენტი რექტორის გიგა ზედანიას გადადგომის მოთხოვნით, შიმშილობას აგრძელებს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის 20 სტუდენტი უნივერსიტეტის რექტორის გიგა ზედანიას გადადგომის მოთხოვნით მის კაბინეტთან შიმშილობას აგრძელებს. საპროტესტო აქციის მონაწილეების განცხადებით, ორშაბათს უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სტუდენტები სამუშაო ჯგუფის ფორმატში შეიკრიბებიან და მიმდინარე პროცესებზე იმსჯელებენ.

„დღეს ჩვენთან რექტორი იყო მოსული, წარმატებები გვისურვა და თქვა, რომ თუ ტექნიკური დახმარება დაგვჭირდა, ის ჩვენს გვერდით არის. თუმცა , სამწუხაროდ, შიმშილობასთან დაკავშირებით მისგან თანადგომა ვერ მივიღეთ. მან დღეს გვითხრა, რომ კარგი იქნება, თუ სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ჩვენ არ ვიქცევით ჭირვეული ბავშვებივით და ვთანხმდებით ამ წინადადებას, დათმობაზე მივდივართ და მივდივართ მოლაპარაკებებზე, თუ ეს არ იქნება იგივე ნარატივის თავს მოხვევა და მოხდება სტუდენტების აზრის გათვალისწინება. შესაბამისად, ველოდებით ორშაბათს, მაგრამ არ ვწყვეტთ შიმშილობას. ჩვენთან გიორგი ქადაგიძეც იყო მოსული და შიმშილობის შეწყვეტა გვირჩია, თუმცა მისდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, შიმშილობას გავაგრძელებთ", - განაცხადა ერთ-ერთმა მოშიმშილემ, მე-3 კურსის სტუდენტმა გიგი ნოზაძემ.

შეგახსენებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილმა თავდაპირველად აქცია გიორგი ქადაგიძის თანამდებობაზე აღდგენის და ბიზნეს სკოლისთვის პირვანდელი სახელის დაბრუნების მოთხოვნით დაიწყო. აღნიშნული მოთხოვნა სტუდენტთა მხრიდან კვლავ ძალაშია. სტუდენტთა ნაწილი ასევე განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს სთხოვს, დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით და პირადად შეისწავლოს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები, მათ შორის ფინანსური საქმიანობაც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა