გიგი უგულავა - „ქართული ოცნების" მთავრობა არა მავნებელი, არამედ უკვე დანაშაულებრივია

"ქართული ოცნების" მთავრობა არა მავნებელი, არამედ უკვე დანაშაულებრივია", - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც 2018 წლის იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებზეც ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა არ დახარჯულა. შესაბამისად, უგულავას განცხადებით, აუთვისებელი დარჩა 169 მილიონი ლარი.

გიგი უგულავას ინფორმაციით, ეს პროექტებია: 1)ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის და რკინიგზის მშენებლობა 11მილიონი ლარი - შესრულება 0; 2)ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან სატრანსპორტო კვანძის მოწყობა 10 მილიონი ლარი - შესრულება 0; 3)მდინარე დებედაზე ხიდის მშენებლობა 5 მილიონი ლარი - შესრულება 0; 4)ალგეთის სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა - მოდერნიზაცია 12 მილიონი ლარი - შესრულება 0; 5)მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა 53 მილიონი ლარი - შესრულება 0; 6)მდინარე რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა 10 მილიონი ლარი - შესრულება 0; 7)თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ლოჭინი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა 25 მილიონი ლარი - შესრულება 0; 8)საქართველოს მუნიციპალური ინსფრასტრუქტურის განახლების პროექტი 1 მილიონი ლარი - შესრულება 0; 9)ქობულეთის წყალარინების პროექტი 3 მილიონი ლარი - შესრულება 0; 10)თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტი 10 მილიონი ლარი - შესრულება 0; 11)აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი 4 მილიონი ლარი - შესრულება 0; 12)თბილისი - წითელი ხიდის საავტომობილო გზის რუსთავი წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა 25 მილიონი ლარი - შესრულება 0.

„ეს მონაცემები ეკუთვნის კონტროლის პალატას, ანუ აუდიტს, ივანიშვილის მიერ პრემიერად მივლინებული პირი მამუკა ბახტაძე, რომელიც ბიუჯეტის დაგეგმვისას ფინანსთა მინისტრი იყო, სრულად არის პასუხისმგებელი დაგეგმვასა და შესრულებაზე. ისმის შემდეგი კითხვა: გვჭირდება თუ არა ეს პროექტები ჩვენ? გასაგებია, რომ ანაკლიის პორტისკენ მიმავალი გზა გადაყვა ხაზარაძეს, მაგრამ 10 მილიონი ლარი სკოლების ენერგოეფექტურობის და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე რატომ არ დაიხარჯა? რატომ არ დაიხარჯა ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ სატრანსპორტო კვანძის მოწყობაზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ იქ უამრავ ავარიას და უამრავ ტურისტს, რომლებიც სარგებლობენ ამ აეროპორტით. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, ეს აუთვისებელი 169 მილიონი ლარი საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ მინიმუმ 30 ლარით გაზრდილიყო პენსია, ან შესაძლებელი იქნებოდა 25%-ით შემცირებულიყო საწვავზე აქციზის გადასახადი, რაც გააიაფებდა ისედაც გაძვირებულ ამ პროდუქტებს. ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ არ უნდა იმართებოდეს ქვეყანა, რას ნიშნავს უნიათობა და უვიცობა, რომელიც უკვე დანაშაულის ტოლფასია. აი, რატომ მივდივართ უკან და რატომ ვერ მუშაობს მთავრობა. ეს არის დიაგნოზი იმისა, რატომ არის "ქართული ოცნების" მთავრობა არა მავნებელი, არამედ უკვე დანაშაულებრივი", - განაცხადა გიგი უგულავამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს