შსს-მ ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ორმა პირმა ვარკეთილში ავტომანქანიდან სარკეების ქურდობა სცადა, ერთმა კი, კახეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის გაქურდვა სცადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შედეგად, ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი: 1999 წელს დაბადებული ი.ო. და წარსულში ნასამართლევები 1989 წელს დაბადებული შ.ხ., 1990 წელს დაბადებული ვ.ჩ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები შ.ხ.-მ და ვ.ჩ.-მ მიმდინარე წლის 10 თებერვალს, თბილისში ვარკეთილის მე-4 მ/რაიონში ავტომანქანიდან სარკეების ქურდობა სცადეს. ო.ი.-მ კი კახეთის გზატკეცილის N7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის გაქურდვა სცადა.

სამართალდამცველებმა სამივე მათგანი ცხელ კვალზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო