ილიაუნის ბიზნეს სკოლის მოშიმშილე სტუდენტებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი 18 თებერვალს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის მოშიმშილე სტუდენტებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი საკუთარი მოთხოვნების შესახებ ორშაბათს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე იმსჯელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მოშიმშილემ, მე-3 კურსის სტუდენტმა გიგი ნოზაძემ განუცხადა.

„დღეს ჩვენთან უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია იყო მოსული და გვითხრა, რომ კარგი იქნება, თუ სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ჩვენ არ ვიქცევით ჭირვეული ბავშვებივით და ვთანხმდებით ამ წინადადებას, დათმობაზე მივდივართ და მივდივართ მოლაპარაკებებზე, თუ, რა თქმა უნდა, იქ არ იქნება იგივე ნარატივის თავს მოხვევა და მოხდება სტუდენტების აზრის გათვალისწინება“, - განაცხადა გიგი ნოზაძემ.

შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე დღეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორის გიგა ზედანიას კაბინეტთან შიმშილობენ. ისინი ბიზნეს სკოლისთვის პირვანდელი სახელის დაბრუნების და გიორგი ქადაგიძის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვენ. სტუდენტთა ნაწილი ასევე განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს სთხოვს, დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით და პირადად შეისწავლოს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები, მათ შორის ფინანსური საქმიანობაც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა