ანზორ აბრალავა - ნორვეგიაში 15-20 დღეში გაიმართება ჩემი შვილის სასამართლო და ალბათ, გამართლდება

ნორვეგიაში 15-20 დღეში გაიმართება ჩემი შვილის სასამართლო პროცესი და ალბათ, გამართლდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვანო ზარდიაშვილის სიმამრმა ანზორ აბრალავამ ნორვეგიაში დაკავებული შვილის, გრიგოლ აბრალავას საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

აბრალავა განმარტავს, რომ მისი შვილი და მასთან ერთად დაკავებული ორი პირი ახლა ნორვეგიაში კანონით გათვალისწინებული გადამოწმების რთულ სქემას გადიან.

„ჩემს შვილს გუშინწინ ვესაუბრე. იგივე სიტუაციაა, მითხრა, მოლოდინის რეჟიმში ვართო. გადამოწმების რთული პროცედურაა. ალბათ, 15-20 დღეში სასამართლო გაიმართება. ექსტრადირება როდის მოხდება არ ვიცი, ალბათ, გამართლდებიან. დანარჩენი დეტალები არ ვიცი, ცოტა რთული ქვეყანაა, ზედმეტ ინფორმაციასაც არ იძლევიან, ეტყობა, კანონითაა გათვალისწინებული გადამოწმების რთული სქემა“, - აცხადებს ანზორ აბრალავა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ნორვეგიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი გრიგოლ აბრალავაა. ის უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმაა.

გრიგოლ აბრალავა ბოლო წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტის“ თანამშრომელი იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აუდიტის სამსახურში განუცხადეს, აბრალავამ იანვრის ბოლოს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა, „იქამდე კი შვებულება აიღო“.

გრიგოლ აბრალავასთან ერთად ნორვეგიაში ასევე დააკავეს თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის ისნის განყოფილების უფროსი გიორგი კიკნაძე, რომელმაც ნორვეგიაში წასვლამდე, ასევე, შვებულება დაწერა და ამ დრომდე მერიის მოქმედ თანამშრომლად ითვლება. კიდევ ერთი დაკავებული პირი კი, არსებული ინფორმაციით, გრიშა მარღანიაა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა