თორნიკე მამალაძე - რამდენიმე წუთით შევხვდი მამა გიორგის, ის მცირეწლოვან შვილებზე ნერვიულობს, რადგან ჩემი ძმისშვილები მის შესახებ ინფორმაციას ფლობენ

მამა გიორგი ნერვიულობს მცირეწლოვან შვილებზე, რადგან ჩემი ძმის შვილები მის შესახებ ინფორმაციას ფლობენ, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ.

მისივე თქმით, ღუდუშაურის კლინიკაში მან მოინახულა მამა გიორგი, რომლის მდგომარეობა არის მძიმე, უჭირს მეტყველება და მარჯვენა მხარე აქვს პარალიზებული.

„მე მქონდა რამდენიმე წუთით შეხვედრა. ვისაუბრეთ ოჯახზე, რადგანაც იგი ნერვიულობს მცირეწლოვან შვილებზე. ჩემი ძმისშვილები ფლობენ მასზე ინფორმაციას და ჩემი ძმა ნერვიულობს," - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

ბრალდებული დეკანოზის ძმამ ისაუბრა მამა გიორგის ზიარების საკითხზეც.

მისივე თქმით, ერთი კვირის წინ იგი ესაუბრა ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარს მამა ნიკოლოზს ზიარების საკითხზე.

"ამის შემდეგ აღარ მქონია მასთან კომუნიკაცია. როგორც მე მითხრეს, ახლა ჩემგან ელოდებიან თურმე „კურთხევას“, თუ რას ელოდებიან არ ვიცი. მე უნდა დავურეკო და ვუთხრა სასულიერო პირს, რომ შევიდეს და პატიმარი აზიაროს? მაშინ მაკურთხონ ეპისკოპოსად და გავცემ შესაბამის „კურთხევას“. მე ვარ ჩვეულებრივი ერისკაცი. ასე, რომ პასუხისმგებლობას ნუ გაურბიან", - განაცხადა მამალაძემ.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში წუხელ, 21:35 საათზე გადაიყვანეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს