მაიკ პენსი - გულხელდაკრეფილი არ ვუყურებთ იმას, როგორ ყიდულობენ მოკავშირეები შეიარაღებას პოტენციური მოწინააღმდეგებისგან

ვაშინგტონი გულხელდაკრეფილი არ უყურებს იმას, თუ როგორ ყიდულობენ მოკავშირეები შეიარაღებას პოტენციური მოწინააღმდეგებისგან, - ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა.

„ისე უბრალოდ არ ვუყურებთ იმას თუ როგორ ყიდულობენ ჩვენი მოკავშირეები შეიარაღებას ჩვენი მოწინააღმდეგებისგან. დასავლეთში მშვიდობის გარანტიებს ვერ უზრუნველვყოფთ, თუ ჩვენი მოკავშირეები აღმოსავლეთზე არიან დამოკიდებულნი“, - განაცხადა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 12 სექტემბერს რუსეთის მხარემ დაადასტურა С-400-ის გაყიდვის შესახებ თურქულ მხარესთან კონტრაქტის გაფორმება. თურქეთი ნატო-ს პირველი წევრი სახელმწიფო გახდება, რომელსაც შეიარაღებაში საზენიტო სარაკეტო სისტემა С-400 ექნება.

აშშ-ს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ თურქეთმა, როგორც ნატო-ს წევრმა, რუსეთისგან საზენიტო სარაკეტო სისტემა С-400 არ უნდა შეისყიდოს.

იხილეთ ვიდეო: მაიკპენსი - გულხელდაკრეფილი არ ვუყურებთ იმას, როგორ ყიდულობენ მოკავშირეები შეიარაღებას პოტენციური მოწინააღმდეგებისგან

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს