საფრანგეთის გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობას „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის აქციების შეწყვეტა სურს

საფრანგეთის გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობას „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის საპროტესტო აქციების შეწყვეტა სურს.გამოკითხვა საფრანგეთში არსებულმა ერთ-ერთმა ტელევიზიამ BFMTV-მ ჩაატარა. კვლევის თანახმად, მოსახლეობის 56% ფიქრობს, რომ საპროტესტო აქციები უნდა შეწყდეს. მთავარ მიზეზად ისინი ქვეყანაში დესტაბილიზაციასა და დემონსტრანტების მხრიდან გამოვლენილ ძალადობას ასახელებენ, რომლის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაშავდა.

აღსანიშნავია, რომ დეკემბერში ჩატარებული იმავე გამოკითხვის შედეგად მოძრაობას მხარს მოსახლეობის 70% უჭერდა.

შეგახსენებთ, რომ „ყვითელი ჟილეტის“ მოძრაობის საპროტესტო აქციები ნოემბრიდან ყოველ შაბათს იმართება.

იხილეთ ვიდეო: საფრანგეთის მოსახლეობის უმეტესობას სურს "ყვითელი ჟილეტების" მოძრაობის საპროტესტო აქციები შეწყდეს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს