ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. მათგან რვა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჰოსპიტალის კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ უთხრა, დაშავებულები გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში არიან მოთავსებული და შესაბამისი კვლევები უტარდებათ. მისივე ინფორმაციით, დაშავებულებს მნიშვნელოვანი დაზიანებები არ აქვთ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო