საქართველოში ნორვეგიის საელჩო გაიხსნება

ნორვეგია მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ინტეგრაციული პროცესების გამყარებისკენ, - ამის შესახებ საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

მამუკა ბახტაძემ და ერნა სოლბერგმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანა სშორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს, ასევე განიხილეს პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. აღინიშნა, რომ ამ პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ნორვეგიის სამეფოს საელჩოს გახსნა საქართველოში, რაც უახლოეს მომავალში იგეგმება.

ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მთავრობის მეთაურებმა ასევე იმსჯელეს რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი დაესწრნენ.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს