ქუთაისში, მწვანეყვავილას უბანში მეწყერი ჩამოწვა

ქუთაისში, მწვანეყვავილას უბანში მეწყერი ჩამოწვა. „რიონჰესის“ დასახლებაში რამდენიმე ხე წაიქცა და საავტომობილო გზა ჩახერგა. ჩამოწოლილმა მეწყერმა ასევე ელექტროენერგიის სადენები და ბუნებრივი აირის მილები დააზიანა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განუცხადეს, ადგილობრივი ძალებით მალევე მოხერხდა სპეციალური ტექნიკით გზის გახსნა.

შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ „სოკარ ჯორჯიას“ ბრიგადები, რომლებიც ბუნებრივი აირის დაზიანებულ მილებს აღადგენენ.

ამ წუთებში სპეციალური ტექნიკით ქუჩის გაწმენდა მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: დაზიანებული ელექტროენერგიის სადენები და ბუნებრივი აირის მილები - ქუთაისში, მწვანეყვავილას უბანში მეწყერი ჩამოწვა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს