მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა საპატრიარქოსთან აქციას აანონსებს

მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე საპატრიარქოსთან 17 თებერვალს მორიგ აქციას აანონსებს.

„17 თებერვალს, 12:00 საათზე, საპატრიარქოსთან კვლავ აქციაა დაგეგმილი. მინდა მივმართო საქართველოს მოსახლეობას, ვისაც გულთან ახლოს მიაქვს და მიაჩნია, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოა, უსამართლოდ ცოცხალი ადამიანი იღუპება, ვთხოვ, საპატრიარქოსთან მოვიდეს და უდანაშაულო პატიმარს მხარი დაუჭიროს," - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

მისივე თქმით, საპატრიარქოსთან დაწყებული აქციების პირველი დღეებიდან აცხადებდა, რომ მისი ძმის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია.

შეგახსენებთ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს, 21:35 საათზე გადაიყვანეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო