„დოიჩე ველე“ - დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

იაპონიის პრემიერმინისტრმა სინძო აბემ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა „კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციაში წვლილის შეტანისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მშვიდობის მხარდაჭერისთვის“. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ სხვადასხვა, მათ შორის, იაპონურ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, 15 თებერვალს ამერიკის ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიიღო სინძო აბეს ხუთგვერდიანი წერილის „უმშვენიერესი ასლი“, რომელშიც მისი ნომინირების შესახებ არის საუბარი. სააგენტო „როიტერს“ თეთრ სახლში ინფორმაცია არ დაუდასტურეს, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, რომ ტრამპის განცხადების შესახებ ინფორმაციას ფლობენ. თუმცა, თავს იკავებენ კომენტარისგან.

ნობელის კომიტეტის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ პრეტენდენტის ნომინირება ნებისმიერ პირს შეუძლია, რომელიც კრიტერიუმებს შეესაბამება. ასევე, კანდიდატების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ვისაც არ მიენიჭა ჯილდო, შესაძლებელია მხოლოდ 50 წლის შემდეგ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა