სალომე ზურაბიშვილი - ახლა, როდესაც უკვე განსხვავებული სტატუსით ვხვდები პრეზიდენტ მაკრონს, მჯერა, რომ ჟისკარ-დ'ესტენთან დაწყებულ საუბარს ბოლომდე მივიყვანთ

ახლა, როდესაც უკვე განსხვავებული სტატუსით ვხვდები პრეზიდენტ მაკრონს, მჯერა, რომ ჟისკარ-დ'ესტენთან დაწყებულ საუბარს ბოლომდე მივიყვანთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებს.

როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, საფრანგეთში მისი ვიზიტი ქართულ დიასპორასთან შეხვედრით დაიწყება. „70-იან წლებში, როდესაც პირველად შევხვდი საფრანგეთის იმდროინდელ პრეზიდენტს, როგორც ფრანგი დიპლომატი, განსახილველი საკითხის ნაცვლად საუბარი საქართველოზე დავიწყე.

ვალერი ჟისკარ-დ'ესტენის შემდეგ საფრანგეთმა რამდენიმე პრეზიდენტი გამოიცვალა და თითოეულ მათგანთან საუბრისას საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობების გაღრმავება ყოველთვის მთავარი თემა იყო ჩემთვის.

ეს ჩემი ერთ-ერთი ისტორიული ვალდებულებაა და ახლა, როდესაც უკვე განსხვავებული სტატუსით ვხვდები პრეზიდენტ მაკრონს, მჯერა, რომ ჟისკარ-დ'ესტენთან დაწყებულ საუბარს ბოლომდე მივიყვანთ. საფრანგეთში ჩემი ვიზიტი ჩვენს დიასპორასთან შეხვედრით დაიწყება“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა