ზალკალიანი - საქართველო ფართოდ იყო წარმოდგენილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე და მას სამი სამუშაო სესია მიეძღვნა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, საქართველოს პემიერ-მინისტრმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ სესიაზე მრავალმხრივ წარმოადგინა საქართველო და მონაწილეებს მიაწოდა სრული სურათი, როგორც ქვეყნის მიღწევების, ისე საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.

მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრი შეეხო ყველა ძირითად საკითხს, აქცენტები გააკეთა როგორც ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობასა და რუსეთის აგრესიაზე, ისე საქართველოს სამშვიდობო ინიციატივაზე და საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის აუცილებლობაზე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით.

„პრემიერმა ყურადღება გაამახვილა იმ პროგრესზე და ხელშესახებ შედეგებზე, რაც საქართველოს გააჩნია ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ისაუბრა ასევე ეკონომიკურ განზომილებაზე, მათ შორის საქართველოს როლზე არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში და იმ მნიშვნელოვან ეკონომკიურ პოტენციალზე, რომელიც ქვეყნას აძლევს საშუალებას, მიუხედავად რთული გარემოსი, დააფიქსიროს ეკონომიკური ზრდა. აქცენტი ასევე გაკეთდა ნატო-ში ინტეგრაციის პროგრესზე, იმაზე, რომ საქართველო არის წინ წასული ინტეგრაციული ნაბიჯებით ყველა სხვა ასპირანტ ქვეყანასთან შედარებით და ამას სჭირდება ადეკვატური ნაბიჯები ნატო-ს მხრიდან“,- განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ფართოდ იყო წარმოდგენილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის, ყველა ძირითად პანელზე და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მოხსენიებულია, არა მხოლოდ მისდამი მიძღვნილ დისკუსიებზე, არამედ ბევრი ლიდერის და ექსპერტის მხრიდან კონფერენციის ფარგლებში.

„მიუხედავად უმწვავესი გეოპოლიტიკური გამოწვევებისა საქართველო მუდმივად დგას დღის წესრიგში. მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს დაეთმო სამი დამოუკიდებელი ღონისძიება, მათ შორის ორი პარალელური სესია, რომლიდანაც ერთი საქართველოს მიერ იყო ორგანიზებული. ხოლო მეორეზე, რომელიც თავად კონფერენციის და გერმანიის ატლანტიკური საბჭოს მიერ გაკეთდა, საქართველო მიწვეული იყო მთავარ მომხსენებლად. საქართველოს ასევე დაეთმო ერთ-ერთი მთავარი სესია, რომელიც მიეძღვნა აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებას, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ მთლიანობაში საქართველოს მონაწილეობა მიუნხენის კონფერეციაში იყო წარმატებული“- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

ინფორმაციას ვიზიტის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო