გიორგი ფანცულაია - საჭიროა სინოდის მომავალ სხდომაზე განიხილონ მსჯავრდებული დეკანოზის საკითხი და საპატრიარქომ პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნით მიმართოს

იმედი მაქვს საპატრიარქოში არსებობენ ჯანსაღი ჯგუფები, რომლებიც წინააღმდეგობას გაუწევენ იმ ჯგუფებს, რომლებიც საპატრიარქოს სახელით უკანონობას სჩადიან, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ საპატრიარქოსთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

ადვოკატის თქმით, საჭიროა საპატრიარქოში სინოდის მომავალ სხდომაზე განიხილონ მსჯავრდებული დეკანოზის საკითხი, ასევე, საპატრიარქომ პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნით მიმართოს.

"დეკანოზის დაკავებიდან ორი წელი გავიდა და ვიდრე ინსულტმა არ დაარტყა და საავადმყოფოში არ მოხვდა, მანამდე არ აზიარეს. სირცხვილია რომ ამ მდგომარეობამდე მიყვანა გახდა საჭირო. საპატრიარქო რეალურად არანაირ ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. აქედან გამომდინარე ჩვენ ვაპირებთ საპატრიარქოსთან სისტემატური აქციები გავმართოთ, რადგან დეკანოზი არის საპატრიარქოს ნაწილი. დეკანოზის დაკავებაში მონაწილეობას საპატრიარქოს გარკვეული გავლენიანი პირები იღებდნენ. სწორედაც საპატრიარქომ უნდა გადადგას ნაბიჯი, რომ დეკანოზის საკითხი განიხილონ სინოდის სხდომაზე და ასევე მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით. გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია და მისგან იყო წინასწარი მზაობა, რომ შეწყალებულიყო გიორგი მამალაძე. თუმცა, სამწუხაროდ, საპატროარქოს გავლენიანი ჯგუფების მიერ მოხდა ამ გადაწყვეტილების დაბლოკვა. იმედი მაქვს საპატრიარქოში არსებობენ ჯანსაღი ჯგუფები რომლებიც წინააღმდეგობას გაუწევენ იმ ჯგუფებს, რომლებიც საპატრიარქოს სახელით უკანონობას სჩადიან", - აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა