“ალდაგი” ფერმერებისთვის შემნილ სადაზღვევო პროდუქტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

“ალდაგი” ფერმერებისთვის შემნილ სადაზღვევო პროდუქტთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ოზურგეთის რაიონში მცხოვრებ პირს, რომელიც სადაზღვევო კომპანიას გარკვეულ პრეტენზიებს უყენებდა, ამ დროისთვის, პრობლემა აღარ აქვს და საკითხი ამოწურულია.

„13 თებერვალს, რამდენიმე მედია საშუალებაში დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა, ოზურგეთის რაიონის, სოფელ შრომას მკვიდრი დ.ბ.-ს პრეტენზიის შესახებ. აღნიშნული მოქალაქე სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“ ბრალს სდებდა, შინაური ცხოველის დანაკარგის დროს, ზარალის დამადასტურებელი, ისეთი მტკიცებულების წარდგენის მოთხოვნაში, რომლის მოპოვებაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

საკითხის მოკვლევა სადაზღვევო კომპანიამ პრობლემის დადგომისთანავე დაიწყო და მოქალაქე დ.ბ.-სთან გასაუბრების შემდეგ გაირკვა, რომ კომპანიას ხსენებული მტკიცებულება მისგან არც ერთ ეტაპზე არ მოუთხოვია. ასევე, გაირკვა, რომ მოქალაქეს სადაზღვევო პოლისის ვადა ინციდენტამდე რამდენიმე თვით ადრე ამოეწურა. შესაბამისად, ზარალის ანაზღაურება, დაზღვევის პირობებიდან გამომდინარე, ვერ მოხდებოდა.

ინციდენტი ამოწურულია და მოქალაქეს კომპანიის მიმართ პრეტენზია არ აქვს. მიუხედავად ამისა,“ ალდაგი“ საჭიროდ თვლის მოსახლეობას უფრო დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს მისი პროდუქტის ირგვლივ, რომელიც ფერმერების მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაზღვევას სთავაზობს. სერვისით სარგებლობისას, ზარალი, რომელსაც ფერმერი იღებს, მინიმუმამდე მცირდება. ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით, კომპანია მზადაა დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს და უკეთ გააცნოს სადაზღვევო პოლისის პირობები, რომლითაც საქართველოში ათასობით ფერმერი წარმატებით სარგებლობს“,- ნათქვამია განცხადებაში.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა