უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში ოთხი ქართველი დააკავეს

კიევში, ანტონოვიჩის ქუჩაზე სამართალდამცველებმა ძარცვის ბრალდებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა მთელი ღამის განმავლობაში, სულ მცირე, ოთხი ადამიანი გაძარცვეს.

მათივე ცნობით, ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც უკრაინაში ტურისტებად ჩავიდნენ და ჰოსტელში ცხოვრობდნენ. ეჭვმიტანილთა ავტომანქანის დაკავებას ხუთი საპატრულო ეკიპაჟი ახორციელებდა. ისინი ადგილობრივი დროით 04:30 საათისთვის დააკავეს. მათ ტაქსის მძღოლი და ტურისტები გაძარცვეს.

დაკავებისას ოთხმა ქართველმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. ისინი აგრესიულად იქცეოდნენ. მათგან ამოღებულია საფულე, ოქროსა და ვერცხლის საათები, ძვირფასეულობა. დაკავებულები შეეცადნენ ნაქურდალი ნივთების საკანალიზაციო ქსელში და პოლიციის მანქანების ქვეშ გადაყრას. დაკავებულთაგან სამი ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო, ერთის განცხადებით კი, მას თან ჰქონდა ნარკოტიკები.

ადგილზე დაკითხვისას მამაკაცებმა ბრალდებები უარყვეს. ისინი დაკავებულები არიან.

იხილეთ ვიდეო: კიევში ოთხი ქართველი დააკავეს - ამოღებულია საფულე, ოქროსა და ვერცხლის საათები, ძვირფასეულობა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა