გიორგი მამალაძის მხარდასაჭერ აქციას პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ

დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად საპატრიარქოსთან მიმდინარე აქციას პოლიტიკური ჯგუფებიც შეუერთდნენ. საპროტესტო აქციაზე იმყოფება „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე და „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი ნიკოლოზ მაჭუტაძე.

"წარმოუდგენელია გულგრილად უყურო იმას, თუ როგორ იჭყლიტება და ნადგურდება ადამიანი სასტიკი სისტემის მიერ. ეს არის მორიგი შემთხვევა სისტემის პრობლემის“, -განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

"ტექნიკურად რა და როგორ უნდა მოხდეს შეწყალება არ ვიცი, თუმცა ეს ადამიანი რომ უდანაშაულოა და უსამართლოდ ზის ციხეში ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ შეთანხმებაა საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის და სწორედ საპატრიარქომ ჩაასმევინა ხელისუფლებას ციხეში მამალაძე", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

საპროტესტო აქციაზე გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად ასევე იმყოფებიან ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი. ასევე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო